weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბ ურთაშვილი ევროპის ჩემპიონია

10:12 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში თურქი ფეიზულა აქთურქი დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ურთაშვილის გარდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ) გახდა, რომელმაც კვარცხლბეკზე ასასვლელ შერკინებაში გზიდან რუსი პიოტრ კოპილოვი ჩამოიცილა.

გიორგი ელბაქიძემ (65 კგ) კი ბრინჯაოს დაპირისპირება სომეხ გეგამ გალსტიანთან დათმო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]