„მოუთვინიერებელი ლომების“ თავკაცის პოსტზე ზეედორფის დანიშვნა ცნობილი შვედი სპეციალისტის, სვენ იორან ერიკსონის უარს მოჰყვა, მანამდე კი კამერუნელებს დროებით ნაკრების ექს-კაპიტანი რიგობერტ სონგი ავარჯიშებდა.
რუსეთში გამართულ მუნდიალზე ვერმოხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის კამერუნელთა მიზანი 2019 წლის აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ეტაპზე წარმატებით გამოსვლაა, სადაც გუნდი მაროკოს, მალავისა და კომორის კუნძულებთან ერთად ასპარეზობს.
რაც შეეხება ზეედორფს, „აიაქსის“, „რეალის“, „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი აქამდე ნახევარი წლით ლა კორუნიის „დეპორტივოს“ ედგა სათავეში, მანამდე კი ასევე რამდენიმე თვით წვრთნიდა ჩინურ „შენჯენსა“ და „მილანს“.