weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

MLS-ის სიმბოლურში ორი ქართველი პირველად მოხვდა

11:19 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

ისტორიაში პირველად ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია. ქართველი ფეხბურთელები MLS-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

23-ე ტურში „სან ხოსემ“ სტუმრად ლიდერი „დალასი“ მოულოდნელად დაამარცხა და ამაში ქართული დუეტის წვლილი განუზომლად დიდი იყო: კაშიამ დაცვაში ითამაშა დამაჯერებლად, ხოლო ყაზაიშვილმა - შეტევაში და მეტოქე გუნდი ორჯერ დაამწუხრა. არსანიშნავია, რომ სიმბოლური თერთმეტეულის მწვრთნელად ასევე სან ხოსელთა თავკაცი შეარჩიეს.

აქვე გეტყვით, რომ MLS-ის მიმდინარე სეზონში კაშიას აქტივში 3 შეხვედრაა, ხოლო ყაზაიშვილმა 22 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]