შეჯიბრების ორგანიზატორი პარკურისა და ფრირანის ფედერაციაა. გამომსვლელებს გამოცდილი ჟიური შეაფასებს. ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი ორმოცდაათამდე ქართველმა ტრეისერმა გამოთქვა.
წლევანდელი ჩემპიონატი პარკურსა და ფრირანში ტარდება ფესტივალის - „ლაგოდეხი 2018“-ის ფარგლებში. ტურნირი გასულ წელს თბილისის ზღვაზე დაღუპული 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც პარკურის მიმდევარი იყო.