weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქსელ ვიტსელი დორტმუნდში გადაბარგდა

17:05 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების შეუცვლელი წევრი აქსელ ვიტსელი ჩინური „ტიანძინ ცუანძიანიდან“ კარიერას დორტმუნდის „ბორუსიაში“ გააგრძელებს. 29 წლის შუახაზელმა გერმანულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის ფინანსური მხარეები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ბელგიელი ნახევარმცველი ვესტფალიურ კლუბში 28-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აქსელ ვიტსელმა ჩინეთში წელიწადი და რამდენიმე თვე დაჰყო, სადაც ადგილობრივი ჩემპიონატის ორ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა 2017 და 2018 წლებში. ჩინური კლუბის მაისურით ნახევარმცველმა 47 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მანამდე ვიტსელი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ (2012-2017), ლისაბონის „ბენფიკასა“ (2011-2012) და ლიეჟის „სტანდარდში“ (2006-2011) ასპარეზობდა.

აქვე გეტყვით, რომ აქსელ ვიტსელი ეროვნულ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და 96 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, რუსეთში გამართულ მუნდიალზე კი ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]