weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ტორპედო-კუკესის მატჩი შესაძლოა ვიზების გამო ჩაიშალოს

10:05 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

ქუთაისის „ტორპედოსა“ და ალბანური „კუკესის“ ევროპა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა შესაძლოა არ შედგეს. ამის მიზეზი კი ალბანური გუნდის ოთხი ფეხბურთელის მიმართ ვიზის გაუცემლობა იქნება.

ალბანური საფეხბურთო კლუბის ვებგვერდი წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გუნდის ფეხბურთელებს ვიზას არ აძლევენ და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, UEFA-ს მატჩის ჩაშლისკენ მოუწოდებს.

„საქართველო ჩვენს ფეხბურთელებს ვიზებს არ აძლევს - დიდი შეშფოთებით გატყობინებთ, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც 2018 წლის 9 აგვისტოს, 21:00 საათზე თბილისში „ტორპედოს“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, ჩაშლის საფრთხის ქვეშაა. ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ოთხ ფეხბურთელს, მოზამბიკელ რეჟინალდოს, მაკედონიელ ვალომ ეტემის და ედის მალიკისა და კოსოვოელ ფატონ მალოკუს ვიზას არ აძლევს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „ტორპედოსთან“ მოგვიწევდა თამაში, ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტი მასპინძელ გუნდსა და საქართველოს საკონსულოს სტამბoლში გავუგზავნეთ. ვაცნობეთ ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, UEFA-ს დელეგატებს და დახმარება ვთხოვეთ ვიზასთან დაკავშირებით. კლუბი და საქართველოს ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ 17:00 საათია და გვეუბნებიან, რომ ვიზის გაცემა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვითხოვთ კლუბისგან და UEFA-სგან, რომ ეს მატჩი არ შედგეს, რადგან ჩვენთან არ იქნება 4 ფეხბურთელი, რომელთა სახელზე სასტუმროში ფული უკვე გადახდილია. „კუკესის“ დელეგაცია 21:00 საათზე უკვე თბილისში მიფრინავს, თუმცა 4 მოთამაშის გარეშე. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩი გადაიდება და პასუხისმგებელი ამაზე ორგანიზატორი გუნდი იქნება. ფეხბურთი ხალხს აერთიანებს, ეს ჟესტი კი არღვევს სამართლიანი თამაშის პრინციპს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „კუკესის“ შეხვედრა 9 აგვისტოს, თბილისში, 21:00 საათზეა ჩანიშნული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]