weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

13:58 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი დღეს თბილისში, „დინამო არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრას სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთაზებს.

ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თამაშის წინ ბოლო ვარჯიში გუშინ ჩაატარეს. საწვრთნელ პროცესს ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა - თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა შეკრება დატოვა.

გუშინდელ ვარჯიშზე, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩების დებიუტანტებმა და შეკრებაზე პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა - ბაჩანა არაბულმა, გიორგი არაბიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, ელგუჯა ლობჟანიძემ და ჯიმი ტაბიძემ ეროვნული ნაკრების კაპიტნისგან და ვიცე-კაპიტნისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]