weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2019

„ტორპედო“ უხვგოლიან მატჩში გამარჯვებით პლეი-ოფს მიუახლოვდა

10:15 პარასკევი, 10 აგვისტო 2018 hits 693

ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სატდიონზე ალბანურ „კუკესის“ უმასპინძლა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა მეტოქე გუნდი, რითაც პლეი-ოფისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრაში ქუთაისელები მეორე წუთზევე დაწინაურდნენ: გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს ცენტრისკენ გიორგი კუხიანიძე მოძებნა, რომელმაც ძლიერი დაბალი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მე-15 წუთზე კი აღნიშნული დუეტის აქტიური თამაშის შემდეგ „ტორპედო“ ორი ბურთით დაწინაურდა: ქიმაძემ კვლავ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს სიღრმეში გააკეთა გადაცემა, კუხიანიძემ კი მცველს დაასწრო. 22-ე წუთზე ჰარიმ ჰარბამ მარცხენა ფლანგიდან მეკარის შორეულ კუთხეში დაკიდა ბურთი და ეფექტური გოლით ანგარიში შეამცირა. 28-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობა ოლექსანდრ აზაცკის გადაცემის შემდეგ ლაზარ მარინმა აღადგინა. სამ წუთში ორი საგოლე გადაცემის ავტორმა ქიმაძემ გაიტანა: კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ალბანელებმა გამოიტანეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით სამ ბურთამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას და რეალიზებას, თუმცა 40 წუთის განმავლობაში გოლი არ გავიდა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კაპანაძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ორ ფეხბურთელს გაცდა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 5:1 გახადა. ორ წუთში კი ალბანელთა ფეხბურთელი „ტორპედოს“ საჯარიმოში ოსტატურად წაიქცა, წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მსაჯმა პენალტი მაინც დანიშნა და შეცვლაზე შესულმა სებინო პლაკუმ საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა.

საპასუხო მატჩი 16 აგვისტოს ალბანეთის ქალაქ ელბასანიში გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შემდეგ ეტაპზე, პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, რისი შანსიც საკმაოდ მაღალია, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი ბულგარულ „ლუდოგორეცსა“ და ბოსნიურ „ზრინსკი მოსტარს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]