weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯერი მინა და ანდრე გომესი „ევერტონში“ გადავიდნენ

10:43 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

კატალონიური „ბარსელონა“ ორ სათადარიგო ფეხბურთელს შეელია და ორივე ლივერპულის „ევერტონში“ გაასხვისა. საუბარია კოლუმბიელ ცენტრალური მცველ ჯერი მინასა და პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველ ანდრე გომესზე.

23 წლის მინას სანაცვლოდ კატალონიელებმა 30.25 მილიონი ევრო მიიღეს, რასაც ბონუსი სახით შესაძლოა 1.5 მილიონიც დაემატოს, თანაც „ბარსელონამ“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

რაც შეეხება ანდრე გომესს, 25 წლის შუახაზელი „ევერტონში“ განათხოვრების წესით იასპარეზებს. ბარსელონელები აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ 2.25 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ლივერპულელები ფეხბურთელის ხელფასსაც გადაიხდიან.

ევროპის ჩემპიონი ანდრე გომესი „ბარსელონას“ 2016 წლის ზაფხულში „ვალენსიადან“ შეუერთდა და პერიოდულად ჩნდებოდა კატალონიური გრანდის ძირითად შემადგენლობაში. გასულ სეზონში მან 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. ჯერი მინა კი „ბლაუგრანამ“ იანვარში „პალმეირასიდან“ დაიმატა და კოლუმბიელმაც მხოლოდ ექვსი შეხვედრა ჩაატარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]