მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ ბონუსსაც მიიღებს.
ლუკა მოდრიჩის ხელფასი სერხიო რამოსის ხელფასს გაუთანაბრდა და გუნდში წლიური ანაზღაურების რიცხვით ისინი მხოლოდ გარეთ ბეილს ჩამორჩებიან. Marca ასევე წერს, რომ ამით „რეალმა“ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოდრიჩის დარჩენა. როგორც ცნობილია, ხორვატიის ნაკრების ლიდერის სახელს ბოლო პერიოდში მილანის „ინტერთან“ აქტიურად აკავშირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი „სამეფო კლუბში“ 2012 წელს „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან“ გადავიდა და მადრიდულ გრანდთან ერთად 14 ტიტული, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.