weather cur horoscope tv
მარტი 29, 2020

„ბარსელონას“ მესი უკაპიტნებს

12:42 შაბათი, 11 აგვისტო 2018 hits 681

კატალონიის „ბარსელონას“ ახალი სეზონიდან არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტნები სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო იქნებიან.

მესიმდე კაპიტანი ანდრეს ინიესტა იყო, რომელიც უკანასკნელი სეზონის დასრულებისას იაპონურ გუნდ „ვისელ კობეში“ გადავიდა სათამაშოდ.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ ახალ სეზონს 12 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასის მატჩით დაიწყებს, რომელშიც კატალონიური გრანდი „სევილიას“ დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, 15 აგვისტოს, ერნესტო ვალვერდეს გუნდი ჟოან გამპერის თასზე „ბოკა ხუნიორსს“ დაუპირისპირდება, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კი 18 აგვისტოს შინ „ალავესის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]