სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი რუსმა ფატალიბეკოვამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი თამარ ხმიადაშვილია, რომელიც სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, ასევე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის ჩემპიონი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და სხვა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური პრიზის მფლობელია.