weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სენტ-კიტსი და ნევისი დაამარცხა

10:46 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კარიბის ზღვის აუზის წარმომადგენელ სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრები ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნებს“ ეგზოტიკურ გუნდთან თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იოლი შეხვედრა არ ჰქონიათ, როგორც მანამდე ერთი შეხედვით ჩანდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრაში გარდატეხა 19 წლის გიორგი არაბიძემ შეიტანა, რომელიც მეოდანზე მეორე ტაიმიდან გამოჩნდა. დონეცკის „შახტარის“ წევრმა არაბიძემ ჯერ საჯარიმო დარტყმა გაიტანა თავის სტილში, შემდეგ კი პენალტით ანგარიში გაზარდა. მატჩში წერტილი ვეტერანმა ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა დასვა – 3:0.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის არაბიძემ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ეროვნული გუნდის მაისურით თავის გამოჩენა და ახლა მის ანგარიშზე 2 თამაშში 3 გოლია.

დღეიდან საქართველოს ნაკრები მთლიანად მოლდოვასთან მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 11 ივნისს კიშინიოვში გაიმართება.

საქართველო - სენტ-კიტსი და ნევისი 3:0 

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (73’ კვერკველია), ტაბიძე, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67’ დვალიშვილი), კვეკვესკირი (46’ დაუშვილი), არაბული (46’ არაბიძე), კაჭარავა (67’ ლობჟანიძე), მერებაშვილი, ნავალოვსკი (77’ შერგელაშვილი).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სენტ-კიტსი და ნევისი: ჯეფერსი, სენტ ჯასტი (88’ ნოტინგემი), უორტონი, მეინარდი, როჯერსი (56’ ამორი), პანაიოტუ (89’ ჰეზელი), ლიდერი, სომერსოლი (75’ სტერლინგი), სპრინგერი, თომასი (65’ უილიამსი), სოიერსი.

მწვრთნელი: ჟაკ პასი

გოლები: არაბიძე (51), არაბიძე (73 პ.), დვალიშვილი (80).

გაფრთხილება: როჯერსი (38), სოიერსი (56), უილიამსი (85).


პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]