weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ზაზა ფაჩულიას NBA-ის ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს

11:10 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2017 წლის ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში კლივლენდის „კავალიერსი“ შინ „გოლდენ სტეიტ ვორიორზთან“ ანგარიშით 113:118 დამარცხდა. ზაზა ფაჩულიას გუნდი ფინალურ პლეი-ოფს უკვე 3:0-ის იგებენ და ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აშორებთ.

აღსანიშნავია, რომ „გოლდენ სტეიტმა“ NBA-ს ახალი რეკორდი დაამყარა -  კალიფორნიულმა კლუბმა პლეი-ოფში თხუთმეტი შეხვედრა მოიგო.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 1 პასი და 1 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ ორქულიანი სამჯერ ესროლა, თუმცა უშედეგოდ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მესამე პერიოდის ბოლოს „კავალიერსი“ 5 ქულას იგებდა, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კვლავ იყო წინ - 113:107, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა და მისმა თანაგუნდელებმა დარჩენილ დროში ერთი ქულის ჩაგდებაც კი ვეღარ მოახერხეს, ხოლო ოკლენდელებმა 9 ქულა ჩააგდეს და 118:113 იმარჯვეს.

მომდევნო შეხვედრა კვლავ კლივლენდში, 10 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]