weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ყაზარაშვილის სახელობის სერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს

12:01 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

6-7 ივნისს რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულმა დარბაზმა მსოფლიო ჩემპიონ თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში უკვე მეოცედ გაიმართა.

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ეგიდით ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა 8 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენმა მიიღო. მასპინძელთა გარდა კონკურენციაში რუსეთის, თურქეთის, უნგრეთის, ყაზახეთის, საბერძნეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჭაბუკთა ნაკრებები ჩაებნენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ბექა გურული (54 კგ), გიორგი შოთაძე (58 კგ) და დავით სოლოღაშვილი (69 კგ) ავიდნენ. ამავე წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლებს გიორგი ჩხიკვაძე (54 კგ), ირაკლი ნაკაშია (58) და ნიკა შერბაკოვი (69 კგ) დაეუფლნენ. დიმიტრი ხაჩიძემ, გურამ აბრამიშვილმა (ორივე 46 კგ), გიორგი პერტაიამ, მალხაზ მელაძემ (ორივე 58 კგ), ომარ სირაძემ (69 კგ), ნიკოლოზ მშვილდაძემ, გიორგი ნოზაძემ (ორივე 76 კგ), ლუკა ხუციშვილმა, გიორგი ცოფურაშვილმა (ორივე 85 კგ) და ელგუჯა სილაგაძემ (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ყველა კონკურენტს აჯობა. მეორე ადგილზე ყაზახეთი გავიდა, მესამეზე კი - აზერბაჯანი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]