ნომინალური მასპინძელი ქუთაისელები შეხვედრის მიმდინარეობისას საგოლე მომენტების შექმნას ცდილობდნენ, თუმცა რეალურ სახიფათო სიტუაციას ვერ ქმნიდა. ბულგარული გუნდი თავს არ იკლავდა და თავის შანსს ელოდა, რომელიც ტაიმის ბოლო წამებზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, უფრო ზუსტად კი დამატებულ დროს გადაცდენილზე მიეცა - ბრაზილიელი ვანდერსონი საჯარიმოში იოლად შევიდა და მეკარე როინ კვასხვაძეს ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა. სათამაშო სურათიდან გამომდინარე გოლი თითქოს ალოგიკური გამოვიდა.
მეორე ტაიმში „ლუდოგორეცს“ კიდევ მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ფორტუნამ „ტოპედო“ აშკარად დაინდო. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა მცდელობის მიუხედავად ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, რაც ერთი კვირის თავზე სტუმრად გასამართი საპასუხო მატჩის წინ უაღრესად ცუდი შედეგია.