weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას ცდილობს

10:24 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ შესაძლოა მფლობელი შეეცვალოს. გამოცემა Times-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა და უკვე დაუკავშირდა ამერიკულ კომპანიას Raine Groups-ს, რათა მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში აბრამოვიჩს ინგლისში პრობლემები შეექმნა. მათ შორის შედის მასში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სტადიონ „სტემფორდ ბრიჯის“ რეკონსტრუქციის პროექტი შეჩერდა.

რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე გახდა

ბრიტანული მედიას თუ დავუჯერებთ, უკანასკნელ პერიოდში აბრამოვიჩმა ორი წინადადებაც მიიღო კლუბის გასხვისებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორივე უარყო. ერთი იყო ამერიკული კომპანია Lake Partners, ხოლო მეორე - ჯიმ რატკლიფი, რომელმაც 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგიც შესთავაზა, მაგრამ რუსი ოლიგარქისგან თანხმობა ვერ მიიღო. ახლა კი, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა – აბრამოვიჩი ასეთ წინადადებას დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 140 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. განვლილ 15 წელიწადში ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ - ევროპა ლიგა, ხოლო ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები ჯამში რვაჯერ. ამასთანავე აბრამოვიჩმა გუნდის წარმატებისთვის უამრავი მილიონი დახარჯა ფეხბურთელების შესაძენად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]