weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სებასტიან ფეტელმა ბელგიის გრან-პრი მესამედ მოიგო

10:58 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

ფორმულა 1-ში სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა საზაფხულო არდადეგების შემდგომი პირველი რბოლა, რომელსაც ბელგიის სპა ფრანკორშანმა უმასპინძლა. გერმანელმა პილოტმა პირველივე წრეზე შეძლო კონკურენტ ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება და შემდეგ სრულად აკონტროლებდა რბოლას. ამ მოგებით ფეტელმა ჰამილტონთან ჩამორჩენა 24-დან 17 ქულამდე შეამცირა.

ფეტელის ჰამილტონისადმი დასამახსოვრებელი გასწრების გარდა, რბოლის პირველი წრე დიდი ავარიითაც გახდა გამორჩეული. ის ნიკო ჰულკენბერგმა გამოიწვია, რომელმაც გვიან დაამუხრუჭა და უკნიდან ფერნანდო ალონსოს დაეჯახა. ესპანელის „მაკლარენი“ ჰაერში აიჭრა და შარლ ლეკლერის „ზაუბერს“ თავზე გადააფრინდა. რომ არა კოკპიტის დამცავი რკალი, შესაძლოა მონაკოელი პილოტისთვის ტრავმაც მიეყენებინა. სამივესთვის რბოლა იქვე დასრულდა, მათ გარდა კი სხვებიც დაზარალდნენ: ალონსოს მანქანა დანიელ რიკიარდოს „რედ ბულსაც“ მისწვდა და უკან ფრთა მოსტეხა. ავსტრალიელს ესეც არ აკმარეს და მოსახვევიდან გამოსულს კიმი რაიკონენმა წინა ფრთაზე გადაუარა, რითაც თავადაც დაზარალდა. შედეგად რაიკონენი გამსკდარი უკანა მარჯვენა საბურავით, რიკიარდო კი ფრთებმომტვრეული გაეშურა ბოქსებისკენ. მართალია, ორივემ შეძლო ტრეკზე დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ ვერცერთმა ვერ დაასრულა რბოლა.

სებასტიან ფეტელმა მიმდინარე სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 52-ე გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთით მეტია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ფრანგი ალენ პროსტის კარიერის მიღწევაზე.

ფეტელისა და ჰამილტონის შემდეგ მესამე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, რითაც მისი რბოლის საცქერლად მისული 60 000 ჰოლანდიელი ფანი გაახარა. კარგად იასპარეზა ვალტერი ბოტასმაც, რომელმაც სასტარტო მე-17 პოზიციიდან, მეოთხე ადგილამდე გაიკაფა გზა.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7004 მ, 44 წრე)

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 1:23:34.476

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 11.061

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 31.372

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 1:03.605

სერხიო პერესი (მექსიკა, „რეისინგ პოინტი“) 1:11.023

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „რეისინგ პოინტი“) 1:19.520

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1:25.953

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1:27.639

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1:45.892

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 1 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 16 წრე

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 36 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 44 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 44 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 44 წრე

უსწრაფესი წრე:

ვალტერი ბოტასი - 1:46.286 (32-ე წრე, 237.231 კმ/სთ)

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 231 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 214
  3. კიმი რაიკონენი - 146
  4. ვალტერი ბოტასი - 144
  5. მაქს ფერსტაპენი - 120
  6. დანიელ რიკიარდო - 118
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 52
  8. კევინ მაგნუსენი - 49
  9. ფერნანდო ალონსო - 44
  10. სერხიო პერესი - 40
  11. ესტებან ოკონი - 37
  12. კარლოს საინსი - 30
  13. პიერ გასლი - 28
  14. რომენ გროჟანი - 27
  15. შარლ ლეკლერი - 13
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. მარკუს ერიკსონი - 6
  18. ლანს სტროლი - 4
  19. ბრენდონ ჰარტლი - 2
  20. სერგეი სიროტკინი - 0

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე გუნდური ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 375 ქულა
  2. ფერარი - 360
  3. რედ ბული - 238
  4. რენო - 82
  5. ჰაასი - 76
  6. მაკლარენი - 52
  7. ტორო როსო - 30
  8. ზაუბერი - 19
  9. რეისინგ პოინტი - 18
  10. უილიამსი - 4
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]