აღნიშნულ ტურნირზე ჭრიკიშვილსა და ღვინიაშვილს შორის გადაწყდება, თუ ვინ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, რომელი ძიუდოისტიც უკეთეს შედეგს დააფიქსირებს, მსოფლიო პირველობაზეც ის იასპარეზებს.
ისლამ ქავთარაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობს და 5 წელია რაც სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. 2 წლის განმავლობაში ის ახმეტაში ვარჯიშობდა, ბოლო სამი წელია კი დუისის სპორტდარბაზში დადის. მისი მწვრთნელები დათო ჭიკაიძე და გრიშა გუმაშვილი არიან. დათო ჭიკაიძის თქმით, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ბერლინში გამართულ ევროპის თასზეც, სადაც მერვედფინალში დამარცხდა. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კი პირველი ადგილი დაიკავა.
პანკისის ძიუდოს კლუბში ხეობაში მცხოვრები 60-მდე ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს.