შეხვედრა სამ საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:2 მოიგო, მეორეში 4:6 დამარცხდა, მესამე კვლავ 6:2 მოიგო, მეოთხეში კი ასევე 2:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში, რომელიც 41 წუთი გაგრძელდა, ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 იმარჯვა.
ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 37-ე ჩოგანია, მომდევნო ეტაპზე ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება, რომელიც რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს. შეხვედრა 29 აგვისტოს 19 საათზე დაიწყება.
ამერიკის ღია ჩემპიონატის საპრიზო თანხა 53 მილიონი დოლარია. ტურნირზე პირველ ნომრად რაფაელ ნადალია განთესილი, მეორე ნომერი კი როჯერ ფედერერია.