weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოურინიომ პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან კამათისას დატოვა

12:36 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისშია, ხოლო ჟოზე მოურინიოს კრიტიკოსები კიდევ უფრო მოუმრავლდნენ. „ტოტენჰემთან“ საშინაო (0:3) მარცხის შემდეგ, პორტუგალიელი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე გაბრაზდა და იგი ნაადრევად დატოვა.

პრესკონფერენციაზე უკმაყოფილო ჟოზე მოურინიო ხსნიდა ჟურნალისტების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ მუდმივ კრიტიკას. მისი თქმით, როდესაც გუნდი იგებს, თამაშის ხარისხისა და სათამაშო სტილის გამო აკრიტიკიბენ, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ მაინც მარცხდება კი იმ დროს შედეგზე გამოთქვამენ პრეტენზიას. მწვრთნელის თქმით, „იუნაიტედმა“ პირველ ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა, თუმცა არ გაუმართლა და გოლი ვერ გაიტანა.

„იცით რა შედეგით დასრულდა მატჩი? იცით რას ნიშნავს 3:0? სამი ნული – ხომ იცით ეს რასაც ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ პრემიერ ლიგა სამჯერ მაქვს მოგებული. მე უფრო მეტჯერ გავხდი ინგლისის ჩემპიონი, ვიდრე დანარჩენი 19 მწვრთნელი ერთად. 3:2 ჩემს სასარგებლოდ. პატივისცემა, პატივისცემა, პატივისცემა, ხალხო, პატივისცემა!“, - გაცხარდა ჟოზე მოურინიო და პრესკონფერენცია დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისი გუნდი საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. ბრიტანული მედია არ გამორიცხავს, რომ „განსაკუთრებულმა“ მანჩესტერული გრანდი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სამ ტურში მხოლოდ სამი ქულა აქვს მოპოვებული და ჩემპიონატში ბოლო ორი შეხვედრა წააგო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]