weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოკრივე ავთანდილ ხურციძე და კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს

12:55 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტისას მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. შემთხვევა, რომლის მიზეზები ამ დრომდე უცნობია, სამი კვირის წინ მოხდა.

თავდაპირველად კონფლიქტი რაჟდენ შულაიასა და ლათინო-ამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა. მათი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი ავთანდილ ხურციძემ დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინო-ამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჩაქუჩას“ მეტსახელით ცნობილი ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ის და შულაია კარცერში მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად - „შულაია ენტერპრაიზად“ (შულაიას საწარმო) მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის - კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები.

2018 წლის ივნისში აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, 4 ივლისს კი აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]