weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სანამ ერთი გულშემატკივარი მეყოლება, ნაკრებში ვითამაშებ“ - გურამ კაშია

10:09 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ საშუალებით წერს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კაშიამ 24 აგვისტოს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდი მის მიმართ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის გამო წაშალა.

ქართველი ფეხბურთელი ინტერნეტ-აგრესიის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა.

ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ადამიანთა ჯგუფის აგრესია კაშიას ამ საყოველთაო აღიარებასაც მოჰყვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]