weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი სამმა გუნდმა დაძლია

10:41 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება უკანასკნელ მონაწილეებს იღებს. ბოლო შესარჩევი ეტაპის, პლეი-ოფის გამართულ სამ მატჩში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის სამი მონაწილე გაირკვა.

ჩემპიონთა ლიგაზე მეოცნებე „იანგ ბოიზმა“ როგორც იქნა აიხდინა საწადელი და ტურნირზე არსებობის ისტორიაში პირველად გააღწია. შვეიცარიის ჩემპიონი გუნდი პირველ შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე ზაგრების „დინამოს“ დაუზავდა (1:1), თუმცა „მაქსიმირზე“ სტუმრად გამართული შეხვედრა გიიომ ოაროს დუბლით 2:1 მოიგო და ოცნება აისრულა.

მსგავსი შედეგები დაფიქსირდა სხვა დაპირისპირებაშიც. საბერძნეთის ჩემპიონმა ათენის „აეკმა“ სტუმრად მოგების (2:1) შემდეგ უნგრულ „ვიდის“ შინ ფრედ 1:1 ეთამაშა და 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.

ნულოვანი ფრით დასრულდა პლეი-ოფის ყველაზე ძლიერ წყვილად შეფასებული დაპირისპირება. კიევის „დინამომ“ პირველ მატჩში ამსტერდამში დამარცხების (1:3) შემდეგ საკუთარ მოედანზე ვერაფერი მოუხერხა „აიაქსს“ და ევროპა ლიგით მოუწევს ფონს გასვლა.

დღეს პლეი-ოფის დარჩენილი სამი საპასუხო შეხვედრა გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დამარცხებული გუნდები ავტომატურად გადავლენ UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - ევროპა ლიგაზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]