„VAR მეოთხედფინალიდან? - არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ამაზე არც კი გვისაუბრია. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ვიდეორეფერის სისტემაში. ვიცით, რომ ერთ დღეს ეს სისტემა უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მაშინ - როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გვერდითი მსაჯები ფაქტობრივად უმოქმედონი იყვნენ და ისინი გადაწყვეტილებებს ელოდებოდნენ, იყო შეცდომებიც, გავიხსენოთ სერბეთი-შვეიცარია, როდესაც სერბებს პენალტი არ დაუნიშნეს. ამ ეტაპზე VAR-ის სისტემისთვის მზად არ ვართ“, - განაცხადა ალექსანდერ ჩეფერინმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, FIFA-ს მიერ შემოღებული ვიდეორეფერი ჩემპიონთა ლიგაზეც დაინერგებოდა, მაგრამ როგორც უკვე გაირკვა, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.