სავარაუდოდ დაკავებულთა შორის აღმოჩნდა მოკრივე ავთანდილ ხურციძე, მეტსახელად „ჩაქუჩა“. არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ იმ 15 ქართველს შორის, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ, ავთანდილ ხურციძის გარდა შესაძლოა შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენი ლევან მაყაშვილიც იყოს.
კრივის ფედერაციაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, არიან თუ არა დაკავებულ ქართველ მოქალაქეებს შორის ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. რამდენადაც ცნობილია, ამ დროისთვის ამერიკაში მყოფ სპორტსმენებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.