weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სპორტის მინისტრი გურამ კაშიაზე – ამ პრობლემით დავინტერესდები

16:11 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

სამწუხაროდ, ახლა ესე დეტალურად, სიღრმისეულად არ ვიცი ამ პრობლემის, მაგრამ დავინტერესდები და მზად ვიქნები, რომ გიპასუხოთ უფრო...“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-პრეზიდენტ გურამ კაშიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე.

გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიისა და მუქარის ობიექტია. შეურაცხმყოფელი და აგრესიული კომენტარების გამო Facebook-ში მან პირადი გვერდი გააუქმა და Instagram-ზე წვდომა შეზღუდა. გუშინ კაშიამ Instagram-ის საშუალებით განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და ვიდრე საქართველოში ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამ განცხადების შემდეგ ე.წ. ქართული მარშის წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ სოციალური ქსელის პირად გვერდზე მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნდა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გურამ კაშიას მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში კამპანიას, ჰეშთეგით #გურამშენთანვართ, უერთდებიან. ქართველ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ, ასევე ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი ლორიამ, ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი მერებაშვილმა.

გურამ კაშიამ 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნაწილის აგრესია მოჰყვა. 22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯისთვის მას UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ UEFA-მ ამირჩია. მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების. სადაც არ უნდა ვითამაშო, ამ უფლებებს ყოველთვის დავიცავ“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]