კვლავ არ ეღირსა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა „ზალცბურგს“, არადა პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც ბელგრადში „ცრვენა ზვეზდასთან“ უგოლოდ დასრულდა, „რედ ბულელთა“ ამოცანა იოლი ჩანდა. ავსტრიის ჩემპიონი გუნდი მუნას დაბურის დუბლით ამარცხებდა საშინაო საპასუხო შეხვედრაში ბელგრადულ კლუბს, თუმცა კომორელმა ელ ფარდუ ბენ ნაბუჰანემ ასევე დუბლით უპასუხა მასპინძლებს და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე „ცრვენა ზვეზდა“ გავიდა, რაც 1991-1992 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები თესალონიკიში, სადაც ადგილობრივი „პაოკ“ ლისაბონის „ბენფიკას“ მასპინძლობდა. წინა კვირას პორტუგალიის დედაქალაქში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ ბერძნული კლუბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, შინ ანგარიშიც გახსნა, თუმცა „ბენფიკამ“ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასი აქვს და ჩემპიონთა ლიგას მის გარეშე ხიბლი არ აქვს - რუი ვიტორიას გუნდი ჯერ პირველივე ტაიმში გავიდა წინ, შემდეგ კიდევ ორი გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში 5:2 სძლია მეტოქეს.
მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა ეინდჰოვენში, სადაც მარკ ვან ბომელის გაწვრთნილი „პსვ“ იოლად, 3:0 გაუსწორდა ბორისოვოს „ბატეს“ და საერთო შედეგით 6:2 სძლია ბელარუსის ჩემპიონს.
პლეი-ოფში დამარცხებული გუნდები ავტომატურად გადაინაცვლებენ UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - ევროპა ლიგაზე.
ამრიგად, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე უკლებლივ ყველა, 32 გუნდის ვინაობა ცნობილია, რომლებსაც დღეს მოგვიანებით მონაკოში გასამართი კენჭისყრისას ქვეჯგუფებში გაანაწილებენ:
განთესილები:
მადრიდის რეალი (ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული)
მადრიდის ატლეტიკო“ (ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული)
ბარსელონა (ესპანეთის ჩემპიონი)
ბაიერნი“ (გერმანიის ჩემპიონი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისის ჩემპიონი)
იუვენტუსი (იტალიის ჩემპიონი)
პარი სენ ჟერმენი (საფრანგეთის ჩემპიონი)
მოსკოვის ლოკომოტივი (რუსეთის ჩემპიონი)
II კალათა
დორტმუნდის ბორუსია – 89.000
პორტო – 86.000
მანჩესტერ იუნაიტედი – 82.000
დონეცკის შახტარი – 81.000
ბენფიკა – 80.000
ნაპოლი – 78.000
ტოტენჰემ ჰოტსპური – 67.000
რომა – 64.000
III კალათა
ლივერპული – 62.000
შალკე 04 – 62.000
ლიონის ოლიმპიკი – 59.000
მონაკო – 57.000
აიაქსი – 53.000
მოსკოვის ც.ს.კ.ა. – 45.000
პსვ ეინდჰოვენი – 36.000
ვალენსია – 36.000
IV კალათა
ვიქტორია პლზენი – 33.000
ბრიუგე – 29.500
გალათასარაი – 29.500
იანგ ბოიზი – 20.500
მილანის ინტერი – 16.000
ჰოფენჰაიმი – 14.285
ცრვენა ზვეზდა – 10.750
ათენის ა.ე.კ. – 10.000