25 წლის ქართველმა ნახევარცმველმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინ გაიყვანა კალიფორნიული კლუბი. მეორე ტაიმში ლიდერმა „დალასელებმა“ გაათანაბრეს, თუმცა სან ხოსელები კვლავ წინ გავიდნენ, ტეხასელებმა კიდევ გაათანაბრეს, გამარჯვების გოლი კი „სან ხოსემ“ გაიტანა, როდესაც ყაზაიშვილმა ე.წ. კედელი გაათამაშა კაპიტან ქრის ვონდოლოვსკისთან.
აღნიშნულ მატჩში ყაზაიშვილის მსგავსად შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ.
„სან ხოსეს“ ამ დროისთის 20 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციის 12-გუნდში მაინც ბოლო პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს კაშიასა და ვაკოს გუნდი 2 სექტემბერს, „ვანკუვერ ვაითკეპსის“ წინააღმდეგ გამართავს.