კენჭისყრამდე გუნდები ოთხ სხვადასხვა კალათში იყვნენ განაწილებულნი. პირველ კალათში 6 წამყვანი ევროპული ქვეყნის ჩემპიონი გუნდები (ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, მოსკოვის ლოკომოტივი), ასევე ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „რეალი“ და ევროპა ლიგის გამარჯვებული „ატლეტიკო“ იყვნენ განთესილნი, დანარჩენი გუნდები კი ქვედა კალათებში UEFA-ს კოეფიციენტების მიხედვით იყვნენ განაწილებულნი.
კენჭისყრის პირველი შეფასებებით, გამორჩეულია B და C ჯგუფი, სადაც ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი, არანაკლები სიძლიერის გამოვიდა H ჯგუფიც. გრანდებს შორის გაუმართლათ „მანჩესტერ სიტისა“ და მიუნხენის „ბაიერნს“.
კენჭისყრის შედეგად 32 გუნდი რვა ქვეჯგუფში შემდეგნაირად განაწილდა:
A ჯგუფი: ატლეტიკო, დორტმუნდის ბორუსია, მონაკო, ბრიუგე.
B ჯგუფი: ბარსელონა, ტოტენჰემ ჰოტსპური, პსვ ეინდჰოვენი, მილანის ინტერი.
C ჯგუფი: პარი სენ-ჟერმენი, ნაპოლი, ლივერპული, ცრვენა ზვეზდა.
D ჯგუფი: ლოკომოტივი, პორტო, შალკე 04, გალათასარაი.
E ჯგუფი: ბაიერნი, ბენფიკა, აიაქსი, ათენის აეკ.
F ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, დონეცკის შახტარი, ლიონის ოლიმპიკი, ჰოფენჰაიმი.
G ჯგუფი: რეალი, რომა, მოსკოვის ცსკა, ვიქტორია პლზენი.
H ჯგუფი: იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ვალენსია, იანგ ბოიზი.
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გათამაშება სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. ჯგუფური ეტაპის ექვსი ტური 12 დეკემბერს დასრულდება, ფინალური მატჩი კი გაისად, 1-ელ ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სტადიონ „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება.