weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქუთაისის „ტორპედო“ ევროტურნირებს გამოეთიშა

10:38 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში რაზგრადის „ლუდოგორეცმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „ტორპედოს“ და საქართველოს ჩემპიონი გუნდი 4:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ბულგარეთის ჩემპიონმა 5:0 იმარჯვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, „ტორპედო“ კი მომავალ წელს დაელოდება.

განმეორებით შეხვედრაში ქუთაისელებმა გოლი სწრაფად გაუშვეს: მე-6 წუთზე ჰოლანდიელმა ვირჯილ მისიჯანმა მარცხენა კუთხიდან ეფექტური მოჭრილი დარტყმით გახსნა ანგარიში. 38-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთზე გუსტავო კამპანიარომ თავით ითამაშა და როინ კვასხვაძემ მოიგერია, თუმცა ბრაზილიელმა დამატებაზე კარგად ითამაშა - 2:0. პირველ ტაიმში ორი მომენტი ჰქონდა „ტორპედოს“, ერთხელ მილოშ ლაჩნიმ დაარტყა თავით და რაზგრადელთა მეკარემ ჩინებულად ითამაშა, ამ მომენტის შემდეგ კი საჯარიმოდან დარტყმა მათე ცინცაძემ შეასრულა და გრიგოლ დოლიძეს უპასა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი კვლავ მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმი „ტორპედომ“ შედარებით აქტიურად დაიწყო, თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნა, მეტოქემ კი დაალაგა თამაში და ჯერ კამპანიარომ შეასრულა დუბლი 59-ე წუთზე, სამ წუთში კი მისმა თანამემამულე ვანდერსონმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ ევროტურნირებზე გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, სადაც პირველივე დაპირისპირება ტირასპოლის „შერიფთან“ დათმო (2:1, 0:3). ამის შემდეგ კახა ჩხეტიანის გუნდი ევროპა ლიგაზე გადაერთო, სადაც ფარერების „ვიკინგური“ (3:0, 4:0) და ალბანური „კუკესი“ (5:2, 0:2) დაამარცხა, შემდეგ კი „ლუდოგორეცს“ შეხვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]