სამწუხაროც ფაქტია, რომ საქართველოს ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრები არაა მზად ფრანგ თანატოლებთან ტოლ-სწორი კონკურენციისთვის. აღნიშნული მარცხი აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია, თუმცა გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ბევრს უტევდნენ და რამდენჯერმე ლელოს გატანასთან ახლოსაც იყვნენ. რამდენიმე კარში დარტყმაც აუარეს - ლელოს იმედით, მაგრამ მიზანს საკუთარივე შეცდომების გამო ვერ უწიეს.
ამრიგად, გაირკვა, რომ 13 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ელიტაში ადგილის შენარჩუნებას არგენტინელებთან შეხვედრით შეუდგება. ეს თამაში თბილისში, 15:30 საათზე „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.
ცნობისთვის, არგენტინელებთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები შეხვდებიან ირლანდიელთა და სამოელთა წყვილში გამარჯვებულს, თუ წააგებენ - შესაბამისად, ხსენებულ წყვილში წაგებულს. უსუსტესი კი გაისად ჩემპიონატზე კი არა, ალაფაზე ითამაშებს, ხოლო მის ადგილს წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს.