weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დაკავებული ავთანდილ ხურციძე ინტერნეტით განცხადებას ავრცელებს

10:13 პარასკევი, 09 ივნისი 2017

ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის „ფეისბუქის“ გვერდზე სპორტსმენის სახელით გამოქვეყნდა სპორტმენის დაკავების შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას.

„მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას“ - ნათქვამია „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.

ხურციძისა და ბრიტანელი ბილი ჯო სანდერსის ორთაბრძოლა 8 ივლისს, ლონდონის „კოპერ ბოქს არენაზე“ იყო დაგეგმილი. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ორთაბრძოლა ქართველი მოკრივის დაკავების გამო ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, რომელთაგან 15 ეროვნებით ქართველია. დაჯგუფების ხელმძღვანელებად რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი არიან დასახელებულნი. დაკავებულებს ბრალად რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობა, ასევე რეკეტსა და თაღლითურ შეთანხმებებში მონაწილეობა ედებათ. დაკავებულთა შორის დასახელდნენ ცნობილი სპორტსმენები - მოკრივე ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენი ლევან მაყაშვილი. აშშ-ის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]