როდესაც ქალაქ ადელაიდას სტადიონზე წუთიერი დუმილის შესახებ გამოცხადდა, ტრიბუნებზე მყოფი მაყურებელი ფეხზე ადგა, ავსტრალიელი ფეხბურთელები მოედნის ცენტრში ხელგადახვეულები ერთ ხაზზე გაჩერდნენ, არაბმა ფეხბურთელებმა კი წესი არ დაიცვეს - ზოგი ხელებშემოწყობილი დადგა და სანახაობას დააკვირდა, სხვებმა კი გახურება განაგრძეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აზიის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის წუთიერი დუმილით დაწყება საუდის არაბეთის სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც დაამტკიცა, არაბმა ფეხბურთელებმა კი იგი არ შეასრულეს.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, იგი მასპინძელი ავსტრალიის ნაკრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.