90 კგ წონით კატეგორიაში ორთაბრძოლები ხვალ, 2 სექტემბერს გაიმართება. ამ კატეგორიაში კონკურენტები, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ. ჭრიკიშვილი პირველ ეტაპზე უნგრელ მარტინ ფუზარს შეხვდება, ხოლო ღვინიაშვილი – ბრიტანელ ჯეიმს რიდს. ამავე წონაში პაატა ღვინიაშვილიც გამოვა, რომელიც გერმანელ ლუკა ფედკოტერს დაუპირისპირდება.
ევროპის თასზე ჭრიკიშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შორის უკეთესი შედეგის მქონე ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.