weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვილითაიამ ისევ გაიტანა

11:38 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

გიორგი ქვილითაიამ ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატ იუპილერ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა და ახალი კლუბის მაისურით ჩატარებულ ორ მატჩში ამდენივე გოლი დაუგროვდა. მე-6 ტურში „გენტმა“ სტუმრად „სერკლე ბრიუგე“ იოლად 3:0 დაამარცხა და მესამე გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა.

ქვილითაია მოედანზე 85-ე წუთიდან გამოჩნდა და მიუხედავად მწირი სათამაშო დროისა, საგოლე შანსი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მეკარის გადაცემით იხეირა, მცველს ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იხეირა.

იხ. გოლი

ამავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც ტრადიციულად მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო და თანაგუნდელთა შორის გამორჩეულიც გახლდათ. „გენტმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]