weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰამილტონმა მონცაში გამარჯვებით „ფერარი“ დაამარცხა

12:29 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

ლუის ჰამილტონმა იტალიის დიდი პრიზის რბოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და 2018 წლის მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. ბრიტანელმა პილოტმა უშუალო ბრძოლაში დაამარცხა „ფერარის“ კონკურენტი პილოტები. მონცას რბოლა უდავოდ ამ სეზონში ყველაზე საინტერესო, მიმდინარე ათწლეულში კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

ჰამილტონისთვის ეს მონცაზე მოპოვებული მეხუთე გამარჯვებაა, რითაც მან ლეგენდარული მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა. რაც მთავარია, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ეტაპით ადრე თავის უახლოეს მდევარ სებასტიან ფეტელთან უპირატესობა 17-დან 30 ქულამდე გაზარდა.

ფეტელის თანაგუნდელი კიმი რაიკონენი, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო, მეორე ადგილს დასჯერდა. ვეტერანი ფინელისთვის ეს კარიერაში მეასე კვარცხლბეკია. მესამემ კი ფინიშის ხაზი მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა, მაგრამ მის დროს ის საჯარიმო ხუთი წამი დაემატა, რომლებიც სტუარდებმა ვალტერი ბოტასთან შეჯახებისთვის გამოუწერეს. ამის გამო ჰოლანდიელმა ორი პოზიცია დაკარგა, კვარცხლბეკზე კი მის ნაცვლად ბოტასი ავიდა.

იტალიის დიდი პრიზი

მონცა, დისტანცია 306.720 კმ (5793 მ, 53 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:16:54.484

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 8.705

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 14.066

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 16.151

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 18.208

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 56.320

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „რეისინგ პოინტი“) 57.761

სერხიო პერესი (მექსიკა, „რეისინგ პოინტი“) 58.678

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 1:18.140

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 1 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 30 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 44 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, „ტორო როსო“) 53 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:22.497 (30-ე წრე, 252.794 კმ/სთ)

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 256 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 226
  3. კიმი რაიკონენი - 164
  4. ვალტერი ბოტასი - 159
  5. მაქს ფერსტაპენი - 130
  6. დანიელ რიკიარდო - 118
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 52
  8. კევინ მაგნუსენი - 49
  9. სერხიო პერესი - 44
  10. ფერნანდო ალონსო - 44
  11. ესტებან ოკონი - 43
  12. რომენ გროჟანი - 35
  13. კარლოს საინსი - 32
  14. პიერ გასლი - 28
  15. შარლ ლეკლერი - 13
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. მარკუს ერიკსონი - 6
  18. ლანს სტროლი - 5
  19. ბრენდონ ჰარტლი - 2
  20. სერგეი სიროტკინი - 0

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე გუნდური ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 415 ქულა
  2. ფერარი - 390
  3. რედ ბული - 248
  4. ჰაასი - 84
  5. რენო - 84
  6. მაკლარენი - 52
  7. ტორო როსო - 30
  8. რეისინგ პოინტი / ფორს ინდია - 28
  9. ზაუბერი - 19
  10. უილიამსი - 5
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]