weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიონელ მესი FIFA-ს საუკეთესო სამეულშიც ვერ მოხვდა

10:16 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

FIFA-მ იმ სამი ფინალისტი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2018 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ უამრავი ქომაგისა და სპეციალისტის გასაკვირად, „ბარსელონას“ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი, UEFA-ს სეზონის საუკეთესო ტრიოს მსგავსად, FIFA-ს მიერ დასახელებულ სამეულშიც ვერ მოხვდა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვერსიით, წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის კრისტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი იბრძოლებენ. რაც შეეხება მესის, FIFA-ს წლის სამეულში მისი ვერმოხვედრა ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

საუკეთესო მოთამაშის გარდა, FIFA-მ სამეულები დაასახელა წლის მეკარისა და წლის მწვრთნელის კატეგორიებშიც:

მეკარე - ტიბო კურტუა, უგო ლორისი, კასპერ შმაიხელი.

მწვრთნელი - დიდიე დეშანი, ზლატკო დალიჩი, ზინედინ ზიდანი.

გარდა ამისა, ცნობილია 10 კანდიდატი, რომელთა შორის FIFA წლის საუკეთესო გოლს დაასახელებს:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]