შეთანხების თანახმად, „ვალიადოლიდის“ მოქმედი პრეზიდენტი კარლოს სანჩესი პოსტს შეინარჩუნებს და კლუბში მუშაობას გააგრძელებს.
„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევქმნათ კონკურენტუნარიანი გუნდი“, - განაცხადა ლუის ნაზარიო დე ლიმამ.
„ვალიადოლიდი“ ახლახანს დაწყებულ ესპანეთის ჩემპიონატის სამი ტურის შემდეგ ორი ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. გასულ სეზონში გუნდი სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა და პრიმერა დივიზიონის საგზური პლეი-ოფით მოიპოვა.