weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2021

თბილისის „ლოკომოტივი“ გურამ კაშიას თანადგომას უცხადებს

13:07 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 hits 1082

საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ ქართველ ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას თანადგომას უცხადებს.

„ლოკომოტივმა“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ გურამ კაშია არის გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელი. თბილისის ლოკომოტივი გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის ორი უმნიშვნელოვანესი, ოფიციალური მატჩი. გამომდინარე იქედან, რომ ლოკომოტივი არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი. ლოკომოტივის ადმინისტრაცია, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად წარმატებას უსურვებს ეროვნულ გუნდს, ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში #equalgame #gogeorgia #მხარდაჭერაგურამკაშიას“ - ნათქვამია „ფეისბუქ“ პოსტში.

ჰომოფობიურად​​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი გურამ კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, საფეხბურთო კლუბ არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა. ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა, რასაც ასევე მოჰყვა აგრესია მრავალი ადამიანის მხრიდან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]