გასანოვმა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა, გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე ოქტაგონზე საქართველოს დროშით გამოვიდა, გამარჯვების შემდეგ კი დაიძახა „საქართველოს გაუმარჯოს“ და დროშა ააფრიალა.
„გასანოვს საქართველოს დროშა უჭირავს. საინტერესოა, მისი გვარი ქართული არ არის, როგორც ჩანს, საქართველოში დაიბადა“, - ამბობს შეხვედრის კომენტატორი.
გავრცელებული ინფორმაციით, სურაჯი გასანოვი აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაშია დაბადებული და მისი წინაპრები გვარად იანუღაშვილები იყვნენ.