„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა კრისტიანო რონალდოს გახმაურებულ ტრანსფერსა და მის როლზე ისაუბრა. მესის აზრით, რონალდოს წასვლამ „სამეფო კლუბი“ დაასუსტა, „იუვენტუსი“ კი პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის სტარტზე „რეალი“ ევროპის სუპერ თასზე პრინციპულ მეტოქესთან, თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა, შიდა ჩემპიონატში გუნდი დაუმარცხებელია და სამიდან სამი მატჩი აქვს მოგებული.
„ჩვენ კარგად დავიწყეთ, თუმცა ეს მხოლოდ სეზონის სტარტია. ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე 3 კვირა დარჩა, რა დროშიც უფრო უკეთე მოვემზადებით. წელს ჩვენი მიზანია ყველა ტურნირი მოვიგოთ. მე „რეალის“ ფეხბურთელებში ეჭვს არ შევიტანდი.“ - განაცხადა მესის საპასუხოდ ლოპეტეგიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ლიდერი რონალდო „იუვენტუსს“ ზაფხულში შეუერთდა, რითაც მასსა და მესის შორის არსებულ 9-წლიან ესპანურ მეტოქეობას წერტილი დაესვა.