ტურნირში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების და საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალში ერთმანეთს სენაკის II ქვეითი ბრიგადისა და ლენჯერის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც სენაკელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი და მედლები გადაეცა.
სპორტულ შეჯიბრს, რომელიც მეხუთე წელია იმართება, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ.
მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის წევრი მუხრან შუკვანი 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.