weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

20:06 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ახალი სანაკრებო ტურნირის, UEFA-ს ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. „ჯვაროსნებმა“ სტუმრად ქალაქ ასტანაში მასპინძელი ყაზახეთი დაამარცხეს და ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს ოფიციალური შეხვედრა.

„ასტანა არენაზე“ შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. გუნდები ერთნაირად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს და გოლთანაც იყვნენ ახლოს: ნიკა კვეკვესკირის შესანიშნავი დარტყმა მეკარემ გაჭირვებით უკუაგდო, ყაზახთა უაღრესად სახიფათო მომენტისას კი გიორგი ნავალოვსკიმ ცარიელი კარიდან ეფექტურად გამოიტანა ბურთი. ქართველებს ანგარიშის გახსნა მართებდათ ტაიმის შუაწელს, თუმცა ხელსაყრელი შეტევის დროს ბურთი სასწაულებრივად არ გავიდა მასპინძელთა კარში.

მეორე ნახევარში თამაში ანალოგიური სურათით გაგრძელდა, თუმცა 70-ზე წუთზე „გენტის“ 19 წლის შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ მაღალი კლასის ხარჯზე უზუსტესი დარტყმით „ცხრიანში“ გაუტანა ყაზახებს და ნაკრების მაისურით ჩატარებულ მეორე მატჩში მეორე გოლი ჩაიწერა პირად აქტივში. მასპინძლებმა საპასუხოდ შეუტიეს, თუმცა სტანიმირ სტოილოვის გუნდმა ხუთ წუთში მეორე გოლი გაუშვა: სწრაფი კონტრშეტევისას საჯარიმოში შეჭრილმა ჩაკვეტაძემ პარტნიორს პასი მისცა, რომლის დარტყმული მეკარემ უკუაგდო, თუმცა იქავე მდგარ მცველს მოხვდა და კარში შეგორდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა გოლის გასატანად ძალები არ დაიშურეს, თუმცა ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი და თითქმის თანაბარ ბრძოლაში უკეთესი კლასისა და მცირე გამართლების ხარჯზე შეძლეს უმნიშნელოვანესი გამარჯვებისა და სამი ქულის მოპოვება.

ყაზახეთი – საქართველო 0:2

ასტანა, “ასტანა არენა”, მაყურებელი: 28 736

ყაზახეთი (4-5-1): ერიჩი; ბეისებეკოვი, პოსტნიკოვი, მალი, შომკო; ჟუკოვი, ისლამხანი (ჟაინუტდინოვი 81), კუატი (ტურისბეკი 76), მუჟიკოვი, მურთაზაევი (სეიდახმეტი 88); შჩიოტკინი.

მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, კანკავა; მერებაშვილი, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 75); ქვილითაია (გვილია 65)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (74 ა.გ.)

გაფრთხილება: კუატი (45) – ნავალოვსკი (6).

მსაჯი: ჰალილ უმუთ მელერი (თურქეთი)

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]