weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელს მსოფლიოს ჩვენი ერთობა“ - კახა კალაძე

12:10 კვირა, 09 სექტემბერი 2018

თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის წინ გულშემატკივარს მიმართა და გუნდის ქომაგობასთან ერთად, სიმშვიდისკენ, კონფრონტაციისა და პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„თუ წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ - პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, არავის ეპატიება პირადისა და საერთოს ერთმანეთში არევა და მსოფლიოს ქართველმა არა შუღლი და გაუცხოება, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა უნდა დანაახოს. კახა კალაძემ გულშემატკივრებს ასევე მოუწოდა, საქართველოს ნაკრების მაისურები ჩაიცვან და ტრიბუნებზე ქართული დროშები აფრიალონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მეორე შეხვედრას ლატვიის ნაკრებთან გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]