ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ გორგაძემ მძიმეწონოსანი მეტოქე ასწია და დოჰიოდან ცურიდაშით გადაიყვანა. ტოჩინოშინი პირად დაპირისპირებაში 5:2 უგებს აღნიშნულ სუმოისტს.
ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ იუტაკაიამა დადგება, რომელსაც ქართველი სეკიტორი აქამდე ერთხელ შეხვდა და დამარცხებული ჰყავს.