weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

15:31 კვირა, 09 სექტემბერი 2018

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ციოლკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) კი ვერცხლი დაისაკუთრა.

კენჭაძემ ფინალში აშკარა უპირატესობით 12:1 გაანადგურა ჩინელი ვეი ვუ, ხოლო ოდიკაძემ ყაზახი მამედ იბრაგიმოვი ასევე იოლად 12:0 დაამარცხა.

პაპის გარდაცვალების გამო, ფინალში საჭიდაოდ არ გასულა ოლიმპიური ჩემპიონი ხინჩეგაშვილი, რის გამოც ის ავტომატურად წაგებულად და ვერცხლისმედალოსნად გამოცხადდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]