მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო. „ჯვაროსნები“ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ყრუ დაცვაში მდგარ მეტოქეს ავიწროვებდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა უჭირდათ. ასე გაგრძელდა თითქმის მთელი ტაიმი, რა დროშიც ლატვია ორიოდეჯერ გადმოვიდა უმნიშვნელო კონტრშეტევაზე.
მეორე ნახევარიც ანალოგიური სურათით გაგრძელდა, თუმცა მალევე ვლადიმირ ვაისის გუნდს ცოტა დაღლა და ნერვიულობა დაეტყო. ქართველთა თამაშში მცირე ქაოტური მოქმედებებიც ჩნდებოდა, ბალტიისპირელები კი უკვე თამამად გადმოდიოდნენ საპასუხო შეტევებზე და რამდენჯერმე გიორგი ლორიას კარსაც დაემუქრნენ. საბოლოოდ ყველაფერი 75-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად თორნიკე ოქრიაშვილმა აქცია. ბოლო წუთებში სტუმარ ლატვიელებს ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველო – ლატვია 1:0
თბილისი, „დინამო არენა“, მაყურებელი: 50 000
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი (გვილია 79), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 86); კაჭარავა.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ლატვია (4-3-3): ვანინსი; გაბოვსი, დუბრა, იაგოდინსკისი, მაქსიმენკო; რუგინსი (სავალნიეკსი 78), ფერტოვსი, იასიევსი; ლუკიანოვსი (რაკელსი 81), გუტკოვსკისი (შაბალა 73), კარაშაუსკსი.
მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი
გოლი: ოქრიაშვილი (77 პ.)
გაფრთხილება: ვანინსი (48), ისაიევსი (63), კარაშაუსკსი (68).
მსაჯი: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი)