„ნოლემ“ დელ პოტროს პირველი სეტი 44 წუთში 6:3 მოუგო და დაწინაურდა. შეხვედრის ყველაზე დრამატული და გადამწყვეტი მომენტი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩის ტაიბრეიკზე გამარჯვებით დასრულდა. დელ პოტრომ ვერ მოახერხა 0:2 ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ მესამე სეტიც წააგო.
მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე აღზევებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს უიმბლდონის შემდეგ მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ასეთი კარგი შედეგი 2016 წლის შემდეგ არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ სერბი ჩოგბურთელის კარიერაში ეს რიგით მე-14 დიდი სლემის ტურნირია და ამ მაჩვენებლით იგი ლეგენდარულ პიტ სამპრასს გაუტოლდა.