საქართველო ბუენოს აირესში 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად საქართველომ ლიცენზია სათამაშო სახეობაშიც მოიპოვა.
ბუენოს აირესში საქართველოს ღირსებას შემდეგი სპორტსმენები დაიცავენ:
ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში)
ანა მაქაცარია (ჩოგბურთი)
ნინო ხუციბერიძე (პნევმატური პისტოლეტით ტყვიის სროლა, 10 მ)
გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ)
გიორგი თოხაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 51 კგ)
გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60 კგ)
ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ)
არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ)
ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ)
გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა)
გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი)
3X3 კალათბურთელთა გუნდი – ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი.
აქვე გეტყვით, რომ 2010 წელს სინგაპურში, პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე სპორტის 3 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ცურვა) 5 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ირაკლი მოსიძემ მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველო 84-ე ადგილზე გავიდა.
მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წელს ჩინეთის ქალაქ ნანკინში გაიმართა, 12 ქართველი სპორტსმენი სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, კრივი, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა) გამოვიდა. ქართველებმა მაშინ 2 ვერცხლის (თამაზ კირაკოზაშვილი – ძიუდო, მექი სიმონია – თავისუფალი ჭიდაობა,) და ერთი ბრინჯაოს (ივერიკო ჯულაყიძე – თავისუფალი ჭიდაობა) მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილზე გავიდნენ.